რეცეპტები: იშველი რავიოლი მჟაუნას და ნაღების სოუსში

ინგრედიენტები:

  • ლემონგრასისი – 10 ღერი
  • ნაღები 18% – 500 მლ
  • მჟაუნა – 500 გრ
  • ხახვი – 300 გრ
  • ნიორი – 20 გრ
  • პილპილი/მარილი გემოვნებით
  • ხმელი ან ცოცხალი ბაზილიკი – 15 გრ
  • ორაგულის ფილე (კანის გარეშე) – 1.5 კგ
  • ფსტა – 300 გრ
  • თხილი – 300 გრ
  • ზეითუნის ზეთი – 70 მლ

მომზადების წესი:

ხახვი, ნიორი და დაჩეჩქვილი ლემონგრასი მოვშუშოთ ზეთში. როდესაც ხახვი გახდება ღია ოქროსფერი დავამატოთ ნაღები და ვადუღოთ 1 წუთი. პარალელურად ორაგულის ფილე დავშალოთ ხელით, შევაზავოთ პილპილით და მარილით და მივცეთ სასურველი ფორმა. ორაგულის ფილე ამოვავლოთ ფსტის და თხილის საფანელში და შევწვათ საშუალო ცეცხლზე კარგად გახურებულ ტაფაზე ორივე მხრიდან 3-3 წუთი.

დავუბრუნედთ თითქმის მზა სოუს და ჩავამატოთ გარეცხილი და ღერო მოცლილი მჟაუნა. შევაზავოთ ბაზილიკით, პილპილით და მარილით.

სოუსი გადავიტანოთ თეფშზე, იმდენი რომ ორაგული არ დაფაროს მთლიანად. შეგვიძლია გავაფორმოთ ცოცხალი ბაზილიკით.

კომენტარები

რეეეკლამა