რეცეპტები: რალინეს ნამცხვარი შანტილის კრემით

ინგრედიენტები:

  • შავი შოკოლადის მედალიონები – 1.8 კგ
  • პრალინეს პასტა – 1.8 კგ
  • დაკეპილი თხილი – 1 კგ
  • ვაფლის ფანტელი (როიალ ტინი) – 1. 8 კგ
  • ჟელატინი – 100 გრ
  • შოკოლადი (სოუსისთვის) – 1.8 კგ
  • ნაღები 33% – 1 კგ
  • რძე – 3 ლ
  • კვერცხის გული – 1.5 გრ
  • ნაღები 33% (შანტილის კრემისთვის) – 1 კგ
  • შაქრის პურდი – 150 გრ
  • ვანილის ჩხირი – 12 ცალი

მომზადების წესი:

შოკოლადი და პრალინე გავადნოთ ერთად ორთქლის აბაზანაზე, თხილი და როიალ ტინი ერთმანეთს გადავურიოთ და დავამატოთ გამდნარ შოკოლადის მასას, გადავიტანოთ ფორმაში და კარგად დავპრესოთ. შემდეგ შევდგათ მაცივარში 1 საათით ან საყინულეში 30 წთ.

მიქსერით ავთქვიფოთ კვერცხის გული გათეთრებამდე. პარალელურად ნაღების და რძის მასას ვადუღებთ და ცოტათი ვაგრილებთ. შემდეგ ვურევთ კვერცხის მასას, ვდგამთ ხელახლა ცეცხლზე და მიგვყავს 70 გრადუსამდე. გადმოვდგათ და დავამატოთ დარჩენილი 1.8 კგ. შოკოლადი და კარგად მოვურიოთ სანამ ბოლომდე არ გალღვება. კარგად მოურიეთ ბოლომდე და როცა გალღვება დავამატოთ წინასწარ ცივ წყალში ჩალბობილი ჟელატინის ფურცლები. მოვურიოთ სრულ გალღობამდე და დავაბრუნოთ მაცივარში კიდევ 1 საათით ან მეტი.

მირთმევის წინ ავთქვიფოთ დარჩენილი 1 კგ ნაღები შაქრის პუდრთან ერთად, სანამ არ გახდება ფუმფულა მასა და დავმუმატოთ ვანილის მარცვლები. პორციულად დავადოთ ზემოდან ნამცხვარს კოვზით ან საკონიტრო ტომრით.

კომენტარები

რეეეკლამა