ამყვანები

  • ქეთი ბაქრაძე

    ქეთი ბაქრაძე, 42 წლის. მყავს მეუღლე და ორი შვილი. საკმაო დრო დამჭირდა იმისათვის, რომ მეპოვა საკუთარი თავი: ჯერ გერმანულს ვსწავლობდი, შემდეგ – ჟურნალისტიკას.

    დავაარსე წარმატებული სამკერვალო სახელოსნო მეგობრებთან ერთად, რომელიც ახლაც აგრძელებს მუშაობას. სწორედ ამ სახელოსნოს სახელი ერქვა ჩემი და ჩემი მეგობრების პირველ კაფეს “10a”.

    The Dining Room კი ჩემი სახლი და სახეა. რესტორანი საერთოდ იმისთვის გავხსენი, რომ მივიღო სტუმრები, გავუზიარო მათ ჩემ თავში მოფიქრებული კერძები და დავინახო მათი სახეები.

  • გიორგი იოსავა

    35 წლის. ვსწავლობდი თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, პროფესიული სწავლების ტექნიკურ ცენტრში კულინარიის ხელოვნების პროგრამაზე, პროფესიულ კოლეჯ იკაროსში მზარეულის პროგრამაზე და Tourism College Vienna Chamber of Commerce “MODUL”, Methodology of Professional Cooking.

    ამჟამად ვარ რესტორან “STRADA”-ს შეფ-მზარეული და საქართველოს კულინარიის აკადემიის ლექტორი. მაქვს დიდი სამუშაო გამოცდილება, ვმუშაობდი რეტორან “ტერასაზე” შეფ-მზარეულად, Expo-Georgia-ს შეფ-მზარეულად, Tbilisi Marriott-ში მზარეულად, კაფე “Angelato”-ში მზარეულად, რესტორან Loft-ში მზარეულად და სხვა რესტორნებში.

    უპირატესობას ვანიჭებ მარტივ და გემრიელ კერძებს. მინდა გავხსნა საკუთარი რესტორანი, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩემი აწყობილი იქნება.