ამარა და ინუცა

73 ქულა

ნინუცა გაფრინდაშვილი

ნინუცა გაფრინდაშვილი დაიბადა 1991 წელს თბილისში, დაამთავრა თბილისის #160 საშუალო სკოლა. სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე.

ნინუცას განსაკუთრებით მოსწონს აზიური და იტალიური სამზარეულოები. მისი მიზანია გახდეს კარგი მზარეული, მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე რეალიზება და გამოიგონოს ახალი კერძები.

თამარა გოდერძიშვილი

თამარა გოდერძიშვილი დაიბადა 1983 წელს თბილისში, დაამთავრა ქ. თბილისის N10 საჯარო სკოლა, შემდეგ კი თბილისის სამხატვრი აკადემია, მულტიმედია დიზაინის მიმართულებით. ბარსელონაში გაიარა ესპანური ენის კურსები.

თამარა მუშაობდა: გამომცემლობა ფიესტაში, დიზაინერის პოზიციაზე. იყო განათლების სამინისტორს პედაგოგთა საკვალიფიკაციო წიგნების სერიის დიზაინერ-დამკაბადონებელი.

თამარას ჰობია ფიზიკური აქტივობები, მოგზაურობა, ფოტოგრაფია, თხილამურებით სრიალი, დიზაინი, კულინარია, კინო, საჩუქრების გაკეთება სხვებისთვის, street art, tattoo ხელოვნება.

თამარას მიზანია ჰქონდეს საკუთარი რესტორნების ქსელი. მისი წარმოდგენით 5 წლის შემდეგ ექნება პატარა რესტორანი, სადაც იქნება ხარისხიანი და ძალიან გემრიელი კერძების მენიუ, გამორჩეული დიზაინით.

ბავშვობიდან უყვარს კერძების მომზადება, ყოველთვის რაღაცას აკეთებდა, იგონებდა და შემდეგ ოჯახის წევრებს ასინჯებდა. სამხატვრო აკადემიაში სწავლისას, დრო ნაკლებად ჰქონდა, მაგრამ სახლში, სამზარეულოში ტრიალს მაინც ახერხებდა. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, თავისი პროფესიით (მულტიმედია დიზაინერი) მუშაობდა კიდეც. შემდეგ კი მიხვდა რომ სურს მზარეულობა, ეს არის ის რაც უყვარს. თამარა თვლის, რომ კულინარია ხელოვნებაა, დიზაინის და კომპოზიციის შეგრძნება კი აქაც მთავარია. კერძის გაფორმებას დიდი მნიშვნელობა აქვს. თვლის რომ თუ მომავალში თავისი რესტორანი ექნება, დიზაინერის პროფესია გამოადგება.
ტკბილეულის მოყვარული დიდად არ არის. ძირითადი კერძების მომზადება უფრო მოსწონს, არა აქვს მნიშვნელობა ევროპული იქნება თუ აზიური. თამარას უყვარს ახალი გემოების აღმოჩენა, ერთი და იგივე კერძს ერთნაირად არ აკეთებს, ყოველთვის რაღაცას უმატებს ან ცვლის. თუ ახალი ინგრედიენტის შესახებ გაიგებს, აუცილებლად იყენებს.

კომენტარები

რეეეკლამა