უცა და იშა

79 ქულა

ნუცა ბაიაძე

ნუცა ბაიძე დაიბადა 1991 წლის 11 ნოემბერს. სწავლობდა ქალაქ თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში. პირველადი პროფესიით მარკეტერია. ივანე ჯავახითვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო კურსზე იყო, როდესაც მიხვდა, რომ კულინარიული სფერო აინტერესებდა ყველაზე მეტად. კულინარია ყოველთვის აინტერესებდა და ყოველთვის სურდა, მეტი დრო დაეთმო მისთვის.

ნუცას კერძების მომზადება უფრო უყვარს ვიდრე დესერტების. აზიური სამზარეულო ყველაზე მეტად იზიდავს და უნდა, რომ მაქსიმალურად კარგად დაეუფლოს. თვლის, რომ ქართული სამზარეულო ძალიან საინტერესოა, მაგრამ გათანამედროვება და შემსუბუქება სჭირდება.

ნუცას სურს საკუთარი რესტორნის გახსნა, სადაც თავად იქნება შეფ-მზარეული, თავად შეადგენს კერძების მენიუს.

მიშა ავსაჯანიშვილი

მიშა ავსაჯანიშვილი დაიბადა 1986 წლის 27 ივლისს, სწავლობდა თბილისის N1 ექსპერიმენტალურ სკოლაში. შემდეგ დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი – კავშირგაბმულობა, ტელეკომუნიკაციის ინჟინერი.
მისი მთავარი პროფესიაა კავშირგაბმულობის ინჟინერია, მუშაობდა ფინანსურ სფეროშიც, მაგრამ იმდენად უყვარს კულინარია, რომ საკმაოდ კარგი სამსახური მიატოვა და გადაწყვიტა მთლიანად ამ სფეროსათვის მიეძღვნა თავი.

მიშა მუშაობდა ფინანსისტად საქართველოს სამოქალაქო სააგენტოში, შემდეგ გუდაურის განვითარების ფონდში.

მიშას მიაჩნია რომ თითოეული მზარეულის ოცნებაა რაღაც ეტაპის შემდეგ საკუთარი რესტორანი გახსნას. მისი მიზანია გახსნას ქართული თანამედროვე ტიპის რესტორანი, რადგან ქართული კერძების გათანამედროვეობაზე მუშაობა სურს.
მიშას წარმოდგენით წლების შემდეგ ის იქნება კულინარიის კრიტიკოსი.

კომენტარები

რეეეკლამა