იშა და რეკლე

67 ქულა

მიშა დათებაშვილი

მიშა დათებაშვილი დაიბადა 1985, დაამთავრა თბილისის N1 ექსპერიმენტალური სკოლა. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი (2001-2005).

მიშა მუშაობდა ნიკორაში – გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე, MAGI STYLE-ში – გრაფიკული დიზაინერი, BETTERFLY – არტ დირექტორის პოზიციაზე, ექსპო ჯორჯიაში სუშეფად.

მიშას ჰობია ნადირობა და მთამსვლელობა. მიშას მიზანია საქართველოში არსებული დამოკიდებულება მზარეულის პროფესიის მიმართ შეცვალოს.

ერეკლე ღონღაძე

ერეკლე ღონღაძე დაიბადა 1990 წელს, დაამთავრა თბილისის N 49 საშუალო სკოლა. პროფესიით ფინანსისტია, მაგისტრატურა სადაზღვევო საქმის განხრით დაამთავრა.

ერეკლე მუშაობდა რესტორან “სტრადაში” მზარეულად, რესტორან “ტერასაზე” მზარეულად, სესხის გაცემის ექსპერტად “ბი-თი-ეი” ბანკში.

კულინარის მიმართ ინტერესი ყოველთვის ჰქონდა, სახლშიც ხშირად ამზადებდა. ყველაზე მეტად ცხელი კერძების მომზადება სიამოვნებს. განსაკუთრებით მექსიკური სამზარეულო უყვარს, რადგან თვლის რომ ეს სამზარეულო გამორჩეულია, ბევრი სხვადასხვა გემოა ერთად და თან სიცხარე აერთიანებს ყველა კერძს. აზიური სამზარეულოვ მოსწონს.

ამ ეტაპზე მისი მიზანია წავიდეს სასწავლებლად საზღვარგარეთ ცოდნის გასაღრმავებლად და მიიღოს გამოცდილება. მომავალში კიდევ საკუთარი რესტორნის გახსნა სურს სადაც მექსიკური კერძებიც აუცილებლად იქნება.

კომენტარები

რეეეკლამა