აიკო და უკა

71 ქულა

მაიკო ნავროზაშვილი

მაიკო ნავროზაშვილი დაიბადა 1986 წელს თბილისში, დაამთავრა საშუალო სკოლა. შემდეგ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.

მაიკო მუშაობდა: ცენტრალური საარჩევნო კომისია და IFES – ოპერატორი, მაკდონალდსი – კონსულტანტი, „ჩვენი რადიო“ FM 98’4 – მიმართულების პროდუსერი, შპს „კავკასია“ – ბუღალტერი, თიბისი ბანკი – პორთფელის მონიტორინგის მენეჯერი, თიბისი ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი პროექტი – ფინანსური მენეჯერი.

მაიკოს ჰობია ცეკვა, აქსესუარების კეთება, კერვა – გარდერობში საკმაოდ ბევრი ტანსაცმელუ მისი შეკერილია.
მაიკოს მიზანია თქვას ახალი სიტყვა ქართულ სამზარეულოში, დატოვოს კულინარიაში თავისი ნაკვალევი და მეუღლესთან ერთად გახსნას საკუთარი რესტორანი.

ლუკა ნაჭყებია

ლუკა ნაჭყებია დაიბადა 1991 წელს ქალაქ თბილისში, დაამთავრა გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია.
2009 წელს ჩააბარა თსუ-ში ფსიქოლოგიის ფაქულტეტზე, 2012 წელს მან პარალელურად საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. მიაჩნია, რომ კულინარიის საინტერესო ასპექტები მის სამეცნიერო მხარეში უფროა, ვიდრე კულინარიულ ხელოვნებაში. მთავარ პროფესიად თვლის კვების ტექნოლოგიას, კულინარია ეხმარება სამეცნიერო და შემოქმედებითი სამუშაო გააერთიანოს.

ლუკას უყვარს ინდური, ტაილანდური, ფრანგული და მექსიკური სამზარეულოები.

ლუკა მუშაობდა: GD alco-ში გაყიდვების მენეჟერის ასისტენტად, Freelance – კვების ტექნოლოგად, რესტორან “მწვანე ტერასაში” მრჩეველ-რესტორატორად.
ამჟამად მუშაობს ბისტრო “Francia”-ს და „W-in-P“ (უსახელო) პროექტებზე რესტორატორ-ტექნოლოგად.

ლუკას ჰობია გრაფიკული ხელოვნება, ტყავზე მუშაობა, მიკრობიოლოგია, ფილოსოფიური ნაშრომების გარჩევა და ავტო-სპორტი.

მისი ოცნებაა შექმნას თვით განახლებადი აგრო-ტურისტული კომპლექსი, რაც მოიცავს სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ, დამოუკიდებლ კვებით სისტემას. ამ კომპლექსშივე სურს შექმნას “ნელი-სწრაფი” კვების ობიექტი, რაც ჯანმრთელ სწრაფ კვებას ნიშნავს.

კომენტარები

რეეეკლამა