რკა და იკა

94 ქულა

ირინა ქელეხსაშვილი

ირინა ქელეხსაშვილი დაიბადა 1983 წელს თბილისში, დაამთავრა თბილისის N147 საშუალო სკოლა. დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი (2001-2006).

ასევე ირინა 2012 წელს სწავლობდა გაუ-ში (ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი) პიარისა და ინტეგრირებული კომუნიკაციების კურსზე, 2010 წელს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში გაიარა საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციული მენეჯმენტის კურსი, 2008 წელს სს ”თიბისი ბანკი” – სერვის პლუსი და ბიზნეს ტრენინგების ასოციაცია – საბანკო საქმე.

ირკა მუშაობდა: ”ფიტკაფე” – შეფ მზარეული, ”ტერასა” – მზარეული, შ.პ.ს. „კავკასიის საერთაშორისო ტრანსპორტი“- გაყიდვების მენეჯერი, შ.პ.ს. ”თბილგვირაბმშენი” – ადმინისტრაციული მენეჯერი, შ.პ.ს. ”თბილგვირაბმშენი” – საქმის მწარმოებელი; შ.პ.ს. ”თბილგვირაბმშენი” – გენ. დირექტორის მდივანი.

ირინას ჰობია ლაშქრობებში სიარული, პეოზაჟების გადაღება, წიგნების კითხვა, ბავშვობიდან იტაცებს კულინარია. ირინას მიზანია გახდეს წარმატებული რესტორატორი, გახსნას საკუთარი რესტორანი. ასევე იტაცებს food-ფოტოგრაფია.

ირინას წარმოდგენით 5 წლის შემდეგ იქნება ერთ ერთი საუკეთესო მზარეული და გახდება საუკეთესო რესტორნის შეფი.

ნიკა მეტრეველი

ნიკა მეტრეველი დაიბადა 1984 წელს თბილისში, დაამთავრა თბილისის N14 საშუალო სკოლა. დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტი – მექანიკა მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი (2011-2006). ასევე გავლილი აქვს მასტერ კლასი ფრანგ კონტიტერ ბრუნო კურესთან.

ნიკა მუშაობდა: სადღესასწაულო ცენტრ “Boom”-ში, ის იყო ანიმატორი. რესტორნებში „ტერასა“ და „Expo Georgia“ მზარეულის პოზიციაზე.

ნიკას ჰობია თევზაობა და ლაშქრობა. ნიკას მიზანია საკუთარი რესტორნის გახსნა.

ნიკას წარმოდგენით 5 წლის შემდეგ თუ ესეთი ტემპით ივლის, მას ექნება საკუთარი რესტორანი.

კომენტარები

რეეეკლამა