იორგი და ევანი

75 ქულა

გიორგი ჯანყარაშვილი

გიორგი ჯანყარაშვილი დაიბადა 1994 წელს რუსთავში. დაამთავრა რუსთავის 24-ე საშუალო სკოლა.

ბავშვობიდან იზიდავდა სამზარეულოში სხვადასხვა კერძების მომზადება.

გიორგი პრაქტიკას როგორც მზარეული გადიოდა შემდეგ ორგანიზაციებში: Holiday inn, Tbilisi Marriott, River Hall.

გიორგის ჰობია სხვადასხვა კერძების მოფიქრება და მომმზადება, სპორტი და მოგზაურობა.

გიორგი თვლის რომ არის ძალიან შრომისმოყვარე, ოპტიმისტი, მიზანდასახული, ფანტაზიის უნარის მქონე და ამ ყველაფერთან ერთად, ასევე აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა. მიაჩნია რომ სწორედ ეს თვისებები დაეხმარება მას მომავალში წარმატების მიღწევაში.

გიორგის წარმოდგენით, 5 წლის შემდეგ ის იქნება წარმატებული შეფმზარეული, რომელსაც შექმნილი ექნება ბევრი გემრიელი და დასამახსოვრებელი კერძი.

ლევან სიხარულიძე

ლევან სიხარულიძე დაიბადა 1991 წელს თბილისში. დაამთავრა თბილისის 75-ე საშუალო სკოლა.

მზარეულობა მოსწონს რადგან თავს უფრო თავისუფლად გრძნობს და სიამოვნებას ანიჭებს კერძების მომზადება.

მისი ჰობია ცხენოსნობა და ველოსიპედით სეირნობა.

ლევანი პრაქტიკას როგორც მზარეული გადიოდა რესტორან loft-ში, როგორც მზარეულის დამხმარე.

მას სურს, რომ 5 წლის შემდეგ ჰქონდეს საკუთარი რესტორანი, სადაც თვითონ იქნება შეფ-მზარეული და ყველაფერს ააწყობს თავის გემოვნებით.

კომენტარები

რეეეკლამა