იორგი და ოანე

0 ქულა

გიორგი ხარატიშვილი

გიორგი დაიბადა 1994 წელს თბილისში. დაამთავრა საშუალო სკოლა ოლიმპი. სწავლობს 2013 წლიდან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტზე.

14 წლიდან გატაცებულია კულინარიით და ამზადებს სხვადასხვა კერძებს.

გიორგი მუშაობდა ბუქარესტში Crama Sibuel Vechi-ს შეფ-მზარეულის ასისტენტად, საქართველოში Heminway Sea Food Restaurant-ში იყო სუ-შეფი, Organique-მზარეული.

გიორგის ჰობია აქტიური სპორტი (ლაშქრობები და მთაზე ძრომიალი), ხატვა, მოგზაურობა, სხვადასხვა კერძების მოფიქრება და დამზადება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა საფუძვლიანად დაუფლებოდა მზარეულის პროფესიას.

გიორგის მიზანია გახდეს რესტორატორი, მოაწყოს და შექმნას სხვადასხვა რესტორნების სამზარეულოები, რის გამოც მან ჩააბარა აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე.

გიორგის წარმოდგენით 5 წლის შემდეგ ის იქნება ახალგაზრდა მამა, წარმატებული რესტორატორი.

იოანე სიხარულიძე

იოანე დაიბადა 1993 წელს თბილისში. დაამთავრა საშუალო სკოლა #100. 2011 წლიდან სწავლობს თბილისის სასულიერო აკადემიაში.

იოანე მუშაობდა კაფე-რესტორან ტერასაზე და “Expo Georgia”-ში მზარეულად.

იოანეს ჰობია ხატვა და ძერწვა. მისი მიზანია გახდეს ცნობილი შეფ-მზარეული, უყვარს ხორცის კერძებზე მუშაობა.

კომენტარები

რეეეკლამა