ოუს შესახებ

კულინარიის აკადემია და ტაბულა წარმოგიდგენთ პირველ ქართულ კულინარიულ რეალითი შოუს “რესტორანი”.

მომდევნო სამი თვის განმავლობაში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა თვალი ადევნოთ საინტერესო და დაძაბულ შეჯიბრს.

დამწყები და მოყვარული კულინარები ტაბულას ეთერში ეცდებიან დაამტკიცონ, ვისი რესტორანია საუკეთესო.

პროექტში მონაწილე წყვილებმა შეზღუდულ დროში უნდა შექმნან რესტორნის საკუთარი კონცეფცია და მოამზადონ სამი კერძისგან შემდგარი ვახშამი, რომელსაც მათი კონკურენტები რესტორატორ ქეთი ბაქრაძესთან და შეფ-მზარეულ გიორგი იოსავასთან ერთად შეაფასებენ.

სწორედ წამყვანების შეფასებაზეა დამოკიდებული ვინ გაიმარჯვებს კონკურსში და ვინ გაემგზავრება იტალიასა და საფრანგეთში.

რეეეკლამა